მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ვაქცინის ღირებულება 20 დოლარზე ნაკლები იქნება

კორონავირუსის ვაქცინა
1606216780
COVID-19

რუსული Sputnik V COVID-19 ვაქცინა 20 დოლარზე ნაკლები ეღირება საერთაშორისო ბაზრებზე და უფასო იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კირილ დიმიტრიევმა, რუსეთის RDIF სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელმა, განუცხადა Reuters-ს, რომ Sputnik V-ს ფასი მნიშვნელოვნად დაბალია კონკურენტ ვაქცინებთან შედარებით.

RDIF-ისა და გამალეიას ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ Sputnik V ეფექტური იყო 91,4 პროცენტით.

RDIF–მა განაცხადა, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა Sputnik V ფაზის სამი საცდელი პერიოდის განმავლობაში.

„ზოგიერთ მოხალისეს ჰქონდა მოკლევადიანი მცირე უარყოფითი ზემოქმედება, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილზე და გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის სიცხე, სისუსტე, დაღლილობა და თავის ტკივილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას

👉 Pfizer და BioNTech ვაქცინა