მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბაჟო გამშვები პუნქტ „ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

შემოსავლების სამსახური
1618591563
COVID-19

„ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე განცხადებაზე დაყრდნობით, COVID 19-ზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 50 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, მიმდინარეობს ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე, რისკ ჯგუფებში შემავალი პირების სისტემური ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.