მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთის ციხეში კორონავირუსი გავრცელდა, სადაც ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან

კორონავირუსი ციხეში
1605181060
COVID-19

საბერძნეთის ციხეში კორონავირუსი გავრცელდა, სადაც ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან. 

როგორც PIA.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, თესალონიკში საქართველოს საკონსულოსთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან, იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ თესალონიკის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.

„აღსანიშნავია, რომ თესალონიკში საქართველოს საკონსულოს კონტაქტი ციხის ადმინისტრაციასთან შედგა მყისიერად, მას შემდეგ, რაც ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, ციხეში კოვიდ ინფექციის შესახებ.
საქართველოს საკონსულო დაუკავშირდა უშუალოდ ციხის ადმინისტრაციას, რათა ინფორმაცია მიეღო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. კონსული იმყოფებოდა ციხეში, სადაც კარანტინის არსებობის გამო, ვერ მოხერხდა უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრა, თუმცა შეხვდა პენიტენციური დაწესებულების ხელძღვანელს.

ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, პატიმრები არიან განთავსებულები შენობის 3 ზონაში. შენობის ერთ ფრთაში მოთავსებულები არიან პატიმრები, რომელთაც უკვე გაუკეთდათ კორონას ტესტი და დაუდასტურდათ ვირუსი, შენობის მეორე ფრთაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტი და აქვთ უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე ფრთაში არიან პატიმრები რომლებსაც მომდევნო დღეებში ჩაუტარდებათ კოვიდ-19 ტესტი. ციხის ადმინისტრაციამ საქართველოს საკონსულოს გამოუგზავნა ოფიციალური კორესპონდენცია, რომელშიც აცხადებს რომ ციხეში დაცულია საერთაშორისო პროტოკოლი.

საკონსულო კონტაქტზე რჩება როგორც ბერძნულ მხარესთან, ასევე პატიმრების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინფორმაციისთვის, საბერძნეთის ციხეში 59 პატიმარი და ციხის 6 თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირდა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔷 3120 ინფიცირება, 2358 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔷 საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა