მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის დროს?

ტელეფონზე დარეკვა
1585579124
COVID-19

"შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეკითხვებზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს, სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“ - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოზე, კორონავირუსის გავრცელების გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, და მოქალქეებს გადადგილება ეზღუდებათ.