მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული საშუალებები გადაეცა

საგანგებო სიტუაციების სამსახური
1586523650
COVID-19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ, პოლონეთის მთავრობისგან სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები - 500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 22 ერთეული შესაწამლი აპარატი, ასევე, 3 ერთეული საველე კარვის გათბობის აპარატი გადაეცა.

აღჭურვილობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.