მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1631605665
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ვრცელ კვლევას ავრცელებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის კვლევებით დგინდება, რომ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრისაგან და ასევე ლეტალური შემთხვევებისგან.

„საინტერესო ინფორმაცია მათთვის ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა, მათთვის ვინც აიცრა მაგრამ გულში რეჩხი აქვს და თავისთვის ფიქრობს, რომ იქნებ სჯობდა არ აცრილიყო, მათთვის ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს აიცრას თუ არა...მათთვის ვისაც ჰგონია, რომ თუკი აცრილი ადამიანი გარდაიცვალა ეს ან დაიმალება, ან იმის მანიშნებელია რომ აცრა არ ღირს.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS) დღეს გამოაქვეყნა მის მორიგი რეპორტი. ოფისმა გააანალიზა მონაცემები, რათა დაედგინა იმ გარდაცვლილთა ნამდვილი რიცხვი, რომელთაც დაუფიქსირდათ ე.წ „გარღვევის“ ინფექცია, ანუ როდესაც კოვიდ ვირუსმა მოახერხა გვერდი აევლო ვაქცინის ეფექტისთვის.

როგორც ამ რეპორტიდან ირკვევა წელს ინგლისში პირველ ექვს თვეში 50,000-ზე მეტი Covid 19-ით გარდაცვალების ანალიზი გვაძლევს დამამშვიდებელ მტკიცებულებებს ვაქცინების ეფექტურობის შესახებ.

ანალიზი აღსანიშნავია იმით, რომ ის მოიცავს სიკვდილიანობის შეფასებებს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებს შორის, რომელიც ამავე დროს ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age) არის გამოთვლილი. იგი ასევე იძლევა მნიშვნელოვან დეტალებს „გარღვევის“ შემთხვევის მსხვერპლთა საერთო ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ Covid 19–ით ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) -ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა რომ 2 იანვრიდან 2 ივლისამდე დაფიქსირდა 640 გარდაცვალება სრულად აცრილ პირებს შორის ანუ საერთო ჯამში 51,281 Covid 19-ით გარდაცვალების 1.2%.

იმ 640 ადამიანიდან ზოგი ინფიცირებული იყო მეორე დოზამდე ან მეორე დოზისგან დაცვის დაწყებამდე, განაცხადა ONS–მა. სააგენტომ გამოავლინა რომ მხოლოდ 256 შემთხვევა იყო ე.წ „გარღვევის“ შემთხვევა რომელიც დამთავრდა გარდაცვალებით - ანუ მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ. ეს Covid 19– ით გარდაცვლილთა 0.5%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა 38,964 გარდაცვალება Covid 19–ით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ვაქცინირებული.

ვაქცინირებულთა გარდაცვალების საშუალო ასაკი იყო 84, მაშინ როცა აუცრელი Covid 19-ით გარდაცვლილთათვის ის იყო 82 წელი.

მონაცემებმა ასევე აჩვენა რომ „გარღვევების შემთხვევების“ გარდაცვალების 13 პროცენტი მოხდა იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ სუსტი იმუნური სისტემა საავადმყოფოში სხვა დაავადებების მკურნალობის გამო.

წინა პარასკევს გამოქვეყნებული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ცხრა შტატის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინები ამცირებს Covid-19– ით ჰოსპიტალიზაციის რისკს 81%–დან 89% –მდე.

გერმანიის მიერ წინა ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი ამ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში 94%-ით და სიკვდილის რისკი 91%-ით.

გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის შეფასებით, ვაქცინაციამ ინგლისში 100,000 -ზე მეტი სიკვდილის აღკვეთა მოახერხა.

ONS– ის ანალიზმა აჩვენა, რომ ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age), სრულად აცრილ პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 ივლისს დასრულებულ კვირაში 0.2 იყო 100,000 ადამიანზე, რაც იყო არავაქცინირებულთა მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლები.

ასაკთან მორგების შედეგად გამოთვლილი ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტატისტიკოსებს საშუალებას აძლევს გამორიცხონ შესაძლებლობა, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის განსხვავებები შესაძლოა მათი ასაკობრივი განსხვავებებით იყოს განპირობებული. ასეთი ამბებია კოვიდ ვაქცინაციის ფრონტიდან, გინდ დაიჯერეთ გინდ არა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სიკვდილის მთავარი მიზეზი დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში“ - ზაზა წერეთელი

✅„მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული“ - მარინა ენდელაძე

✅„რაღაც დადებითი, ერთმანეთის არ შემჭმელი და არ მავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ“ - იაგო ფრანგიშვილი