მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო საგანგებო მდგომარეობაზე გადადის

საგანგებო მდგოამრეობა საქართველოში
1584785314
COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტი პრემიერის თანახელმოწერით დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით 1 თვის ვადით გამოცხადდება.

"საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 1 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 259 პაციენტი.