მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა შეუკვეთა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1599035127
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შეუკვეთა.

„დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული მსჯელობა. ვაქცინების გლობალურ ალიანსში ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა, რომ საქართველო დაინტერესებულია კოვიქს პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

შეკვეთილია მოსახლეობის 20% -ისთვის, დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ვაქცინასთან დაკავშირებით 18 სექტემბერს გაფორმდება მორიგი ხელშეკრულება, 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი და როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ დამტკიცდება, მისი საქართველოში შემოტანა გარანტირებული იქნება.

„ის იქნება ხელწმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა პირველ რიგში რისკ ჯგუფებისთვის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აქვე დასძენს, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება 1 წელზე მეტი მოგვიწევს. შესაბამისად, მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. მესმის ცოტა რთულია, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა, სანამ ვაქცინა და ეტიოტროპული წამალი არ იქნება“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.