მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს 4 დიდი ქალაქი იკეტება

საქართველსო ქალაქები იკეტება
1586870383
COVID-19

ხვალ, 15 აპრილს, 21:00 საათიდან საქართველოს 4 დიდი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება. ოთხივე ქალაქში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის - პირადი ავტომობილებით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საკარანტინო ზომების გამკაცრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას pia.ge უმოკლეს დროში გაავრცელებს.