მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"საქართველოს ფოსტა" დიაბეტიან პაციენტებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

გლუკომეტრის ჩხირი
1585742967
COVID-19

პირველი აპრილიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს.

გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ.