მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ-მინისტრის 2021
1617695898
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Pia.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958-ს შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 275 220 და გარდაცვლილია 3 832 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ეპიდვითარება საქართველოში - 6 აპრილის მონაცემები

👉 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში - 6 აპრილის სტატისტიკა

👉 შეიქმნა ქვეყნის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო