COVID-19

საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის

ვაქცინაცია
1611235304
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ვაქცინასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ის ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა.

ეუთოს შენობა

ეუთო/ოდირი არჩევნების შესახებ ანგარიშში...

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

1615015970

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

1615015610

„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

1615015574

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე  ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

1615014735
თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

176 თბილისი, 48 იმერეთი - ეპიდვითარება საქართ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

1615014237
ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩ...

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. 

ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა...

ირანში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

1614975863
„ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური...

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.