მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვები გახდა

ვაქცინაცია საქართველოში
1626889103
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში „ფაიზერით“ აცრა 16 წლის ზემოთ ასაკის პირებში დასაშვები გახდა.

„შესაბამისი ცვლილება COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 21 ივლისს შეიტანა.

აცრების კურსი შედგება ორი ინექციისგან და მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინექციისგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

აღსანიშნავია, რომ mRNA ტექნოლოგიით მსოფლიოში მხოლოდ ორი ვაქცინა – „ფაიზერი“ და „მოდერნა“ არის დამზადებული.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო.

„ფაიზერთან“ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ჯამში 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა“ - ამირან გამყრელიძე

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

👉„იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“ - ვახტანგ კალოიანი