მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში 2020 წელს ანაფილაქსიური შოკის 40 შემთხვევა დაფიქსირდა“ - სტატისტიკას ამირან გამყრელიძე ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1616157261
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევათა სტატისტიკას ავრცელებს.

„მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ და ვისაც უექიმია, ამ ტიპის ტრაგედიებთან შეხება ჰქონია,“ - განმარტავს გამყრელიძე.

2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევათა სტატისტიკა:

„2015 წელს 47 შემთხვევა და 1 გარდაცვალება;

2016 წელს 55 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება;

2017 წელს 63 შემთხვევა და 2 გარდაცვალება;

2018 წელს 69 და 1 გარდაცვალება;

2019 წელს 78 შემთხვევა და 2 გარდაცვალება;

2020 წელს 40 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება.

ეს არცერთი არ ყოფილა ვაქცინასთან დაკავშირებით, უხშირესი მიზეზი იყო სხვადასხვა სახის მედიკამენტები,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔶 კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

🔶 „მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს“ - თამარ გაბუნია

🔶 ზაზა წერეთელი: ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია

🔶 „ყველა აცრის კაბინეტს აქვს ადრენალინი“ - თამარ გაბუნია

🔶 „მიღებულია გადაწყვეტიელბა, რომ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება“ - თამარ გაბუნია