მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი შესაძლოა უკვე გადატანილი ჰქონდეს

ვირუსი და დნმ
1590523429
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში სწრაფ ტესეტბზე ისაუბრა მისი თქმით საქართელო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადებაგადატანილების გამოსავლენად იყენებს.

ცერცვაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 1000 ჯანმრთელ ადამიანს მოიცავდა, ვირუსი გადატანილი 6-დან 10 პროცენტამდე პირს აღმოაჩნდა, რაც არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიუ-იორკის მონაცემებს საგრნობლად ჩამორჩება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნიუ-იორკში უფრო მეტი დაავადებული იყო და შესაბამისად მათ ვირუსი უფრო მეტ პირს გადასდეს.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 6-დან 10 პროცენტამდე რიცხვი 222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულოთა რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის.