მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 41-ე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 41-ე პაციენტი გადრდაიცვალა
1601552732
COVID-19

საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

stopcov.ge -ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 41 პაციენტია გარდაცვლილი.

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 82 წლის კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა. კორონავირუსთან ერთად მისი დიაგნოზი იყო სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია.

კორონავირუსთან ერთად მას ჰქონდა თანმხლები დაავადება - გულის მწვავე უკმარისობა.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 299 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.