მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1600770013
COVID-19

დღეს, 22 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის ქართველმა წევრმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის ეთერში“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული მატების მიუხედავად, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო.

„შემაშფოთებელია 35 შემთხვევიდან 200-ზე მეტ შემთხვევაზე, რომ ავედით, მაგრამ ვფიქრობ არსებული ციფრები არ გვაძლევს პანიკის საფუძველს“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად მზად არის ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სისტემა, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს პაციენტების ასეთ ზრდას.

„გაგვიმართლა, რომ საქართველოში არ ყოფილა მძიმე შემთხვევა“,- დასძინა მან.

როგორც ზაზა წერეთელი განმარტავს, ინფიცირების სიმძიმეში გულისხმობს გართულებებს, რომელსაც თან სდევს პაციენტების ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

ინფორმაციისთვის, დღეს 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი დადასტურებული და 2 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.