მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1586268293
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილია 86 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო - მას კორონავირუსთან ერთად ჰქონდა თანხმლები ნევროლოგიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია, სეფსისი.

"დღეს სამწუხაროდ COVID -19-ით გარდაცვალების, კდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გარდაუვალი იყო. მე ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ სიკვდილობის გრაფაში მუდმივად ნულს ვერ შევინარჩუნებდით. ის იყო 86 წლის ქალი. პრაქტიკულად ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ იყო ასაკოვანი, ჰქონდა მძიმე თანხმლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის განმავლობაში პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმება იმაზე მეტი გააკეთეს, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მაგრამ სამწუხაროდ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.