მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება 

მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება.
1608101436
COVID-19

საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია აწერს. 

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:

➖საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

➖მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

➖საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

➖ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

➖საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

➖დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;

➖სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;

➖ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;

➖საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი;

➖თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი − კომისიის წევრი;

➖საქართველოს სახალხო დამცველი − კომისიის წევრი;

➖საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.

კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვებათ:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას;

გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას;

აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას;

მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას;

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას;

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას;

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

კომისიის ამოცანაა:

COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება;

COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს:

COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით;

COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა, კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იმნაძე ვაქცინაციაზე: ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია

აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა

როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება?