მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-ით ხუთი ბავშვია ინფიცირებული

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585217551
COVID-19

იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით სულ ხუთი ბავშვია ინფიცირებული.

როგორც ექიმმა აღნიშნა, COVID-19-ინფიცირებული ბავშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთ მართგან პნევმონია არ აღენიშნება.

"პედიატრიულ პაციენტებში გაცილებით მეტია არა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები. ის 5 შემთხვევა, რომელიც საქართველოშია წარმოადგენს ძალიან მცირე ნაწილს, რაც შეიძლება ქვეყანაში იყოს", - განაცხაფდა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 77 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. მსოფლიო მასშტაბით კი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათასს გასცდა.