მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19 კიდევ 19-მა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 ივნისი 2020 წ.
1590991850
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, COVID-19-სგან ჯამში 624 პაციენტია განკურნებული.

დღეს, წინა დღეებისგან განსხვავებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია COVID-19-ის 794 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 301 პაციენტი იმყოფება.