მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-სგან 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

2020 კორონავირუსი
1591253198
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში მხოლოდ 141 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კოვიდინფიცირებულებს თითქმის სამჯერ აღემატება. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 80%-ზე მეტია.

მისი თქმით, დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ეს არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი, რომელიც დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით გამოვლინდა.

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრში არსებული პაციენტების მდგომარეობას, ამ ეტაპზე პრობლემური მძიმე ავადმყოფი არ გვყავს, უმეტესად საშუალო სიმძმის პაციენტები არიან", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.