მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში Covid-19-სგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 ივლისი 2020 წ.
1594360944
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2-მა პაციენტმა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

10 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებით გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 846-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ინფიცირებულია 12 მლნ ადამიანი, ხოლო 7 მლნ-ზე მეტმა ინფექცია დაამარცხა.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19 მსოფლიოს 210 ქვეყანაში გავრცელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.