მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექცია 2020
1600942863
COVID-19

საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოში შემოსვლის შემდეგ კარანტინში იყვნენ გადაყვანილები.

„დღეს 5 შემთხვევა გვაქვს კარანტინში მყოფ ინდოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებში. საქართველოში სტუდენტები რომ ჩამოდიან, კარანტინს გადიან. მათ კონტაქტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ინდოეთში მძიმე ეპიდვითარებაა. ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდოეთში კოვიდინფიცირების 5 737 197 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის, საქართველოში 24 სექტემბერს კორონავირუსმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიფინფიცირებულთა რიცხვი 259-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 26 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.