COVID-19

საქართველოში ჯანმო-ს კვლევა იწყება - რამდენ ინფიცირებულს გაუკეთდება საკვლევი მედიკამენტები

კორონავირუსის ინფექცია პლანეტის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული
14:06 03.06
დაკოპირებულია

ჯანმო-ს უდიდესი საერთაშორისო კვლევა, რომელიც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტების ეფექტიანობის დადგენას ისახავს მიზნად, საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ PIA.GE-ს განუცხადა.

"ჯერჯერობით დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. 2-ჯერ მოგვწერეს და გავუგზავნეთ, რაც მოითხოვეს და რამდენადაც ვიცით, მალე უნდა დავიწყოთ, ერთ, შესაძლოა, ორ კვირაშიც კი",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე კვლევაში საქართველოდან კოვიდპაციენტების მიმღები 6 კლინიკა ჩაერთვება, თუმცა მათი რიცხვი გაიზრდება. რაც შეეხება მედიკამენტებს, რომელსაც საქართველო კვლევის ფარგლებში მიიღებს, მათ რიცხვს პლაქვენილი გამოაკლდა.

"თვიდან დასახელებული იყო 4 მედიკამენტი: პლაქვენილი, რემდესევირი, ლოპინავილ-ლიტონავილი და ლოვინავილის კომბინაცია ინტერფერონ მეტასთან. ამ ოთხიდან დროებით შეაჩერეს პლაქვენილის გამოყენება. დარჩენილ 3-ს გამოგვიგზავნიან და დაიწყება ამ წამლებით მკურნალობა",- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კვლევაში ინფიცირებული პაციენტები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ჩაერთვებიან. როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, მსუბუქ პაციენტებს აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობა არ დასჭირდებათ.

"მედიკამენტების გამოყენება მოხდება მძიმე პაციენტებთან, რადგან საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის დროს ეს პრეპარატები არ გამოიყენება",- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, პაციენტების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს და ყველას, ვისაც დასახელებული 3 მედიკამენტი დასჭირდება, გაუკეთდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 20 სახელმწიფო ჩაერთვება.

ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
16:05
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ჯანმოს განცხადებით, ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 212 326 ადამიანი ინფიცირდა. ამის შესა...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...
10:39
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პა...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტი...