მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 4346-მდე გაიზარდა

კორონავირუსის კარანტინი
1585217717
COVID-19

საქართველოს საკარანტინო ზონებში კიდევ 291 ადამიანი მოათავსეს. შესაბამისად, კარანტინში მყოფთა რიცხვი 4346-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ კი ამ დროისთვის 247 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.