მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596349204
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან ჯამში 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღესვე კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში დადასტურებულია 1177 შემთხვევა, მათ შორის 17 გარდაცვლილია.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6969 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 285 პაციენტი.