მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსის ანალიზი
1588053929
COVID-19

საქართველოში ახალი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stop.cov.ge-ს განახლებული მონაცემებით COVID 19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა.

ამავე მონაცემების მიხედვით ქვეყანაში დღემდე ვირუსისგან 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო ინფექციას ემსხვერპლა 6 პირი.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.