მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 ივლისი 2020 წ.
1595570917
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

24 ივლისის მდგომარეობით, კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 104-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912, ხოლო გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები 15 მლნ-ს აჭარბებს.