მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონა
1595398065
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcovge-ზე განახლდა.

22 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 907, ხოლო გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ მოიცვა 213 ქვეყანა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 15 მლნ-ზე მეტი ადამიანი.