მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
1596175154
COVID-19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 1 168 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 940 გამოჯანმრთელებული, 17 გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები 17 მლნ-ს აჭარბებს.