საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857, ხოლო 15 გარდაცვლილი.
ამ დროისთვის stopcov.ge-ზე გამოჯანმრთელებულთა შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა.
კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.