მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სომხეტში კორონავირუსის სტატისტიკა
1603004506
COVID-19

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი ფაქტი დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა.

საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID 19 თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია.

ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 213-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.