მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სასულიერო პირი აიცრა

მღვდელი აიცრა
1620307483
COVID-19

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

მან ვაქცინაცია ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრში ჩაიტარა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ მოძღვარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია.

„ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე. ბავშვები ვეღარ დადიან სკოლაში, სპორტზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულებრივ კალაპოტს.

ჩვენს ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, რომელიც საიდან მოდის ჩვენ კარგად ვიცით, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ უნდათ. რამდენიმე სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც კი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ჩვენ შეზღუდული ვართ ჩვენ ქმედებებში და როდემდე ვიყოთ ასე.

კოვიდვაქცინირებულებისთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ეს ადამიანებისთვის გარკვეული ბიძგი იქნება“, - აღნიშნა მოძღვარმა ჟურნალისტებთან.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

👉 ამ დროისთვის აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე მეტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევებში აქვს „სინოფარმს“ პირდაპირი უკუჩვენება

„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

როდის იგეგმება ბავშვების კოვიდვაქცინაცია? - ამირან გამყრელიძის განმარტება