მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის დნმ
1602917552
COVID-19

საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 214 -მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდინფექციისგან სულ გამოჯანმრთელებულია 7827 ადამიანი. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 ოქტომბრის მონაცემებით 16285 შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექცია თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.