დღეს, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 31-მა ადამიანმა დაამარცხა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1412 ადამიანი განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ბაზარში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ყოფილი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
მისი თქმით, ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ დღემდე ხელთ არ გვქონდა.
„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია“, - ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.