მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი განიკურნა

კორონავირუსი 2020
1586014600
COVID-19

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანია, სტაციონარში კი მეთვალყურეობის ქვეშ 344 პირი რჩება.

ცნობისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 157 შეადგენს. 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.