მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პლაზმით მკურნალობა
1600496767
COVID-19

საქართველოში კოვიდვირუსის დამარცხება კიდევ 46-მა ადამიანმა შეძლო.მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ვებგვერდმა Stopcov.ge-მ განაახლა.

19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1481-მდე გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა მოიცვა 210-ზე მეტი ქვეყანა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.