მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1597298605
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1068-მდე გაიზარდა.

დღესვე, 13 აგვისტოს, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებულია კორონავირუსის 1283 შემთხვევა, მათ შორის 17 გარდაცვლილია.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 7718 ადამიანი იმყოფება.