მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585463969
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებიც განმეორებითი ტესტის ჩატრების პასუხების საფუძველზე კლინიკას დღეს დატოვებენ.

"განმეორებით ჩატარებული ტეტსის პასუხები 2 პაციენთან უარყოფითია და ისნი დღეს დატოვებენ კლინიკას. როგორც იცით, ქვეყანაში 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი იყო, მას დაემატება დღეს 2 და სულ გვეყოლება 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი. აქედან 17 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში. ამ 17-დან 2 ბავშვია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში  COVID-19-ის გამო კარანტინის რეჟიმში 4695 პირი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი კი ამ დროისთვის 90 პირს გამოუვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231 მოქალაქე რჩება.