მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 30 ივნისი 2020 წ.
1593497284
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3-მა პაციენტმა შეძლო.

მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში კოვიდინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.