მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა
1601018374
COVID-19

საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 54-მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულ პირთა რაოდენობას მათი რიცხვი 4664-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.