მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ  6  ადამიანი გამოჯანმრთელდა, 29 ივნისი 2020 წ.
1594534235
COVID-19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 857-მდე გაიზარდა.

დღესვე კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 986-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.