მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ნეგატიური პასუხი
1585636695
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. ჯამში 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

დღეს COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანას უკვე დაუბრუნდნენ, 21 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, 278 პაციენტი კი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.