მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი განიკურნა

ინფექციურის შესასვლელი
1585118781
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი განიკურნა. მან კლინიკა უკვე დატოვა.

"კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დადგენილი წესის თანახმად, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები 2 კვირიან სავალდებულო თვითიზოლაციაში გადადიან.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა.