საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს ჯერ-ჯერობით კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა დილით ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ის გამოჯანმრთელებულ პაციენტად ითვლება, ხოლო მეორე გაწერილი პაციენტი არის საჩხერის კლნიკიდან" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტია.