მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

პაციენტი საკაცით გადაჰყავთ
1601119396
COVID-19

დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

„რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2960 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1819 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.