მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსი საქართველოში
1602917452
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

17 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფეციით სულ გარდაცვლილია 128 ადამიანი. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 16285-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.