მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

კორონავირუსის დნმ
1606115050
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, მათი საერთო რიცხვი 89170 შეადგენს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კოვიდპანდემიის გლობალური სტატისტიკა

🔴 ბიძინა კულუმბეგოვი: გაზაფხულზე ევროპაში კორონავირუსის მესამე, ჩვენთან კი მეორე ტალღა იქნება