მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი ინფიცირდა, 4 ივლისი 2020 წ.
1593843299
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 946-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.